ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი თანამედრო სტანდარტებით აღჭურვილი სასტუმრო შეემატა. ე.წ. გეოლოგების დასახლებაში სასტუმრო პროფესიით გეოლოგმა ტარიელ ყველაშვილმა ყაზახ მეგობართან დენიზ გამანოვთან ერთად ააშენა.
სასტუმრო ,,კავკასიონის’’ მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. სასტომროში არის ლუქსისა და ნახევრად ლუქსის ტიპის თორმეტი ნომერი. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სამზარეულოთი, საკონფერენციო დარბაზით, ღია და დახურული აუზებით, როგორც ინვესტორი აღნიშნავს, სასტუმრო როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს უმასპინძლებს. ამ ეტაპზე 6 ადგილობრივია დასაქმებული. სამომავლოდ სამუშაო ადგილების გაზრდა იგეგმება.