ბოლნისის „სიონი” მეორე ადგილზეა

0

12141161_1038467859497344_1130899667472528436_o4 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის VII ტურის შეხვედრები გაიმართა. ბოლნისის “სიონმა” საკუთარ მოედანზე მარტვილის “მერანს” უმასპინძლა და ნაგრიშით 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით “სიონი” სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა. ასე გამოიყურება სატურნირო ცხრილის პირველი სამეული: 1. დინამო (თბ) – 18, 2. სიონი – 17, 3. სამტრედია – 16

ბოლნისის “სიონი” ჩემპიონატს დაუმარცხებლად განაგრძობს. ვარლამ კილასონიას გუნდი, შვიდი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა.
ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, “სიონმა” მარტვილის “მერანს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

უმაღლესი ლიგის, მეშვიდე ტურის შეხვედრა, “თამაზ სტეფანიაზე” წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და გულშემატკივარმა, ტრაგიკულად დაღუპულ ლანჩხუთის “გურიას” ახალგაზრდა ფეხბურთელს პატივი მიაგეს.

ბოლნისელებმა სტუმრები პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე პირწმინდად დაჩაგრეს, რაც ანგარიშზეც აისახა. ვარლამ კილაონიას გუნდმა, მეტოქეს, შემტევი ფეხბურთი შესთავაზა.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა მესამე წუთზე შეეძლოთ, ვილი ისიანისგან ბურთი შალამბერიძეს მიუვიდა, რომელმაც მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა, თუმცა მიზანს ვერ უწია. მასპინძებმა მიზანს მე–16 წუთზე მიაღწიეს. თავური დარტყმით ანგარიში დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა. ზუსტად ორ წუთში, სტუმრები სვანიძის დარტყმულს გადაურჩნენ, მანამდე კი მანჯგალაძე ცდილობდა ზარქუას კარის აღებას.
თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა. სახიფათო მომენტებს მხოლოდ “სიონი” ქმნიდა. ერთი გუნდი უტევდა, მეორე კი თავს იცავდა. შედეგად, კილასონიას გუნდმა, უპირატესობა 29–ე წუთზე გაზარდა, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ტატანაშვილმა თავით ითამაშა და დუბლი გაიფორმა.
ამის შემდეგ, სტუმართა გუნდის მწვრთნელმა, ცვლილება განახორციელა, მან მოედანზე შალიკაშვილი შემოიყვანა და დაცვა გააძლიერა. მიუხედავად ამისა, ბოლნისელები მწვავედ განაგრძობდნენ მეტოქის კარზე შეტევებს, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდნენ.
შეხვედრის პირველი ტაიმი, “სიონმა” ტატანაშვილის დუბლით მოიგო, მეორე ნახევარში მან მესამე ბურთიც გაიტანა, თუმცა მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით, გოლი არ ჩაითვალა. გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

დღევანდელ შეხვედრაში ერთ–ერთი გამორჩეული იყო “სიონის” კაპიტანი დავით სვანიძე, იგი დაცვაშიც შეუცდომლად თამაშობდა და თანაგუნდელებს წინაც ეხმარებოდა. მიმდინარე ჩემპიონატში მის ანგარიშზე ორი გატანილი ბურთია და რომ არა, “მერანის” მეკარის, კარგი თამაში, სვანიძე აქტივში, დღეს, კიდევ ერთ გოლს ჩაიწერდა.

ვარლამ კილასონიამ, ორმაგი ცვლილება 66–ე წუთზე განახორციელა. ისიანის ნაცვლად მოედანზე მიქაბერიძე შემოვიდა, ხოლო ტატანაშვილის ნაცვლად უგულავა. მოედანზე ასევე გამოჩნდა გურამ გიორბელიძე. მას ტრავმის გამო, რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუწია. მან შალამბერიძე შეცვალა.

თამაშის მიწურულს, შეცვლაზე შემოსულმა უგულავამ, “მერანის” კარი მესამედ აიღო. ბოლნისელებმა შეხვედრა მშრალად – 3:0 მოიგეს და 17 ქულა დააგროვეს.

“სიონი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც წაგება არ აქვს, როგორც ჩემპიონატში, ისე საქართველოს თასზე.

“სიონი” მერვე ტურში, ზუგდიდის “ზუგდიდს” ესტუმრება.

ბოლნისის. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი.

სიონი – მერანი
გოლი: ტატანაშვილი 1:0, 2:0 15’,29’, უგულავა 3:0 89’

გაფრთხილება: გოგობერიშვილი 50’ (სიონი), არაქველიძე 69,’ გეგია 79’, შალიკაშვილი 82’ (სამივე მერანი
)
სიონი: ნანიევი, სვანიძე, ჯაფიაშვილი, გოგობერიშვილი, გაფრინდაშვილი, საჯაია, რაზმაძე, ისიანი (მიქაბერიძე 66’), მანჯგალაძე, შალამბერიძე, ტატანაშვილი (უგულავა 66’ )

სათადარიგო: მერლანი, ვასაძე, ჭიკაიძე, კობახიძე, გიორბელიძე.

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

მერანი: ზარქუა, მარქველიძე , ციცხვია, გვაზავა, გეგია, გაზდელიანი (53’ აშოტია), შალამბერიძე, ჯღამაია (შალიკაშვილი 30’), პაპადოპულოსი, კუტალია (გოგოლაძე 76’) ციცხვაია.

სათადარიგო: რუხაია, პაჭკორია, ციკოლია, სევასტიენკო.

მთ. მწვრთნელი:
გალაქტიონ ჭუბაბრია

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია.

Share.

Comments are closed.