ბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

0

kulturissaministroბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო შენობას კონკურსში გამარჯვებული შპს არქიტექტორები.ჯი დააპროექტებს.  გამარჯვებული პროექტი კომისიამ 5 ოქტომბერს გამოავლინა. როგორც კულტურის სამინისტროში განაცხადეს  სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის  პროექტირებაზე  ხელშეკრულება   უახლოეს  მომავალში  გაფორმდება და შესაბამისად დაიწყება შემდგომი ეტაპები.

,,კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები, რათა შპს „არქიტექტორები.ჯიმ“ დაიწყოს საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა. პროექტს სრულყოფილი სახე უნდა ჰქონდეს ოთხი თვის ვადაში. როგორც ყველასთვის ცნობილია საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კომპანია RMG აფინანსებს”. – განაცხადა bolnisi.ge-თან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცე ყოფილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ტერიტორიაზე მოეწყობა. შეგახსენებთ, რომ ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცე ყაჩაღიანის ბორცვზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე შეიქმნება, ბოლნისის სამუზეუმო სივრცის პროექტირებაზე კულტურის სამინისტრომ კონკურსი აგვისტოში გამოაცხადა. კონკურსი ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ კონცეფციასა და ტექნიკურ დავალებებზე დაყრდნობით გამოცხადდა.

რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც 2004  წელს არის რეგისტრირებული უამრავი ცნობილი პროექტი აქვს შესრულებული, რომელთა შორისაა TBC ბანკის ცენტრალური ოფისი, ქუთაისის რეაბილიტაციის პროექტი, საცხოვრებელი კომპლექსი ლისი ვერანდა და ასე შემდეგ.

 


Share.

Comments are closed.