კერძო სკოლა „დავითიანის“, იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიისა და №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოხუცებს შემოდგომის ნობათი მიართვეს და მოკლე პროგრამით ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ დინარას და თეონას ბოლნისის წითელი ჯვრის დაარსებისთვის. ასევე აქ მომუშავე თითოეულ ადამიანს და საბავშვო ბიბლიოთეკას დღევანდელი დღის გალამაზებისთვის. მადლობა, რომ მოვიდნენ ეს უსაყვარლესი პატარები და გაგვიხარეს გულები. იხარეთ და იდღეგრძელეთ, მრავალ შემოდგომას დაგასწროთ ღმერთმა“.- განაცხადა წითელი ჯვრის ბენეფიციარმა ქეთო კენჭოშვილმა.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ ბიბლიოთეკების გაერთიანების კურატორმა ეკა ჩაგელიშვილმა bolnisi.ge-თან საუბარში განაცხადა, მომავალში ბიბლიოთეკების პატარა მკითხველები წითელ ჯვარს უფრო მასშტაბური ღონისძიებებით ესტუმრებიან.