ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 თვის განმავლობაში 18 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები შესრულდა

0

images (2)ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურმა მიმდინარე წლის 9 თვის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

2015 წლის 9 თვის მანძილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში გამოცხადებული იყო სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად ელექტრონული ტენდერი 50 ობიექტზე, საერთო ღირებულებით 2 262 000 ლარი.

რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა სამი სანიაღვრის მოწყობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია 1 567 417 ლარის ღირებულებით.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობით განხორციელდა ელიას მთაზე ასასვლელი გზის მოწყობის, 320 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.  გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ქალაქ ბოლნისის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცის, რომლის ღირებულება შეადგენს 4 500 000 ლარს.

გზების დეპარტამენტის მიერ მუნიციპალიტეტში ხორციელდება 4 000 000 ლარის ღირებულების პროექტი, ქალაქი ბოლნისიდან სოფელ ბოლნისამდე მისასვლელი 9 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო 1 259 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა 64 ობიექტი. დღეის მდგომარეობით 55 ობიექტი დასრულებულია, ხოლო 9 ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები.

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 2 ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კაზრეთის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია, მიღებული შედეგი – წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება 1045 ჰა-ზე, ღირებულება 849 900 ლარი და იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის მაგისტრალური არხის I და სხვა რიგის გამანაწილებლებისა და შიდასამეურნეო სარწყავი ქსელის რეაბილიტაციას, შედეგი წყალუზრუნველყოფილი ფართობი 3380 ჰა. ღირებულება 3 300 000 ლარი.

ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტს შესყიდული აქვს 72 მზა პროექტი, რომელთა სამშენებლო ღირებულება  27 500 000 ლარზე მეტია. მუნიიპალიტეტში იმედოვნებენ, რომ უმეტესობა მათგანს 2016 წლისთვის განახორციელებენ.

მთლიანობაში 2015 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდა 18 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.

„ეს სამსახური იმსახურებს მადლობას,”- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. გოგი მეშველიანმა ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს ოფიციალური მადლობა გამოუცხადა.

Share.

Comments are closed.