განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. ქალაქ ბოლნისში, გეოლოგების დასახლებაში მდებარე და სოფელ რჭისუბნის მინი-საფეხბურთო სტადიონების განახლება სულ რამდენიმე დღეა დასრულდა. ახლით შეიცვალა ხელოვნური საფარი, ღობეები და სამაყურებლო სკამები.
განახლებულ მინი სტადიონზე დღეს პირველი ვარჯიში გამართეს ,,სიონი 2003“ ფეხბურთელებმა. აღნიშნული გუნდი წარმატებით ასპარეზობს თბილისის ელიტ ლიგაზე.
მუნიციპალიტეტმა 2015 წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციაც განახორციელა. წელსვე იგეგმება დაბა კაზრეთში მდებარე სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაც.
მუნიციპალტეტში სულ 12 მინი-საფეხბურთო სტადიონია. მუნიციპალიტეტი წლის ბოლომდე ყველა მათგანის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვას განახორციელებს. სამომავლოდ კი ქალაქში კიდევ ერთი სტადიონის მშენებლობა იგეგმება.