ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამაგეობაში დასაქმების მსურველთა მონაცემებს დაამუშავებენ და სპეციალურ ბაზას შექმნიან – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან დიდია დასაქმების მსურველთა რაოდენობა, ამის დასტურია ისიც, რომ გამგებელთან მიღებაზე მისული ადამიანების უმეტესობა სამსახურს ითხოვს. მეშველიანი იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდება მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტში შექმნილი ბაზა დამსაქმებლებისთვის საუკეთესო საშუალება იქნება ადგილობრივი კადრების მოძიების კუთხით.
გამგებლის დავალებით, ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ოფიციალურად მოეთხოვება მუშა-ხელის ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტება, სულ მცირე 70%-ით.