ბოლნისის მუნიციპალიტეტს ფრანგი სტუდენტები სტუმრობდნენ

0

12166109_867199333394810_1973367046_nფრანგი სტუმრები ბოლნისს საქართველოსა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში სტუმრობდნენ.  მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა და თანამშრომლებმა მათ სპეციალურად გაწერილი პროგრამით  ბოლნისში არსებული სხვადასხვა ობიექტები გააცნეს.

„შევეცადეთ შესაბამისი დღის განრიგით გვეხელმძღვანელა, რომელიც შევადგინეთ ბატონ გოგი მეშველიანთან ერთად, მასში გაწერილი გვქონდა ის მნიშვნელოვანი ობიექტები,  რომლის საშუალებითაც გავაცნობდით უცხოელ სტუმრებს ჩვენს ქალაქს.  სტუმრებს აინტერესებდათ ადგილობრივი საწარმოები და მათი ჩართულობა ისტორიული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში. მართალია ვერ ვანახეთ ისტორიული ძეგლები, რომლებიც მრავლადაა ბოლნისში, თუმცა ფოტო და ვოდეო მასალის საშუალებით შევეცადეთ ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნა მათთვის. ვფიქრობ კმაყოფილები დარჩნენ მასპინძლობით“, -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა.

აკაურთაში არსებული მეღორეობის კომპლექსის, ყველის საწარმოს, ლუდის ქარხნის, პურის საცხობის, ქართული მარანის და გერმანული წისქვილის შემდეგ ფრანგი სტუმრები ბოლნისის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ისტორიკოსებს შეხვდნენ. დღის ბოლოს კი მათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უმასპინძლა. გოგი მეშველიანმა სტუმრებს სამომავლო გეგმები, პრიორიტეტები, დაგეგმილი და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი პროექტები გააცნო. მიმოიხილა და ზოგადი წარმოდგენა შეუქმნა ბოლნისში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე. შეხვედრის დასასრულს კი სიმბოლურად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„გვიხარია, რომ ვსტუმრობთ ბოლნისს. დავათვალიერეთ აქ არსებული ხორცისა და ყველის საწარმოები, პურის საცხობი, ქართული მარანი. დავაგემოვნეთ და მოვიხიბლეთ მათი ნაწარმით. შევხვდით როგორც პოლიტიკურ, ისე არასამთავრობო და ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენი მიზანია გავეცნოთ აქ არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს. ვეცდებით  ბოლნისს დავეხმაროთ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. მოხიბლულები ვართ მასპინძლობით და ქართული სტუმართმოყვარეობით“, -განაცხადა ელიზ გორესტმა.

საქართველოსა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფრანგი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისგან შემდგარი ექვსი ჯგუფი თელავს, მცხეთას, დუშეთს, გორს, სიღნაღსა და ბოლნისს სტუმრობდნენ. პროგრამის მიზანია უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გაეცნონ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და საჭიროების შესაბამისად ბიზნესის, მთავრობისა თუ არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს დაეხმარონ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.

       ნინო კარგარეთელი

Share.

Comments are closed.