ბოლნისის მუნიციპალიტეტი 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობის აზრის კვლევას იწყებს

0

a9მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა. გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სურვილი აქვს მოსახლეობის აზრი მაქსიმალურად გაითვალისწინოს ნებისმიერ საკითხში, მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნის დროს, როგორიც ადგილობრივი ბიუჯეტია, მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით ერთ-ერთ მეთოდად შეირჩა აქტივობა ინტერნეტ სივრცეში. მოსახლეობის აზრის კვლევას მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე გაზეთი „ბოლნისი“ ჩაატარებს. კვლევის ფორმები განისაზღვრება სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, როგორიც არის სოციალურ ქსელში გამოკითხვის სპეციალურ ჯგუფში დისკუსიები, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -bolnisi.gov.ge და გაზეთ „ბოლნისის“ ინტერნეტ პორტალზე – bolnisi.ge ინტერაქტიული გამოკითხვები.

„ჩვენი მმართველობის სტილი მოსახლეობის აზრისა და საჭიროების მნიშვნელობაზეა დამყარებული, თითოეული ბოლნისელის მოსაზრება გასათვალისწინებელი და დასაფასებელია, გამომდინარე აქედან, სურვილი გვაქვს 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას პრიორიტეტები სწორედ მოქალაქეთა უმრავლესობის სურვილზე დაყრდნობით განვსაზღვროთ,“- აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი.

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: გამოკითხვა


Share.

Comments are closed.