სათნოების სახლში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება მოეწყო. ,,ბოლნისის მოხალისეთა” ორგანიზებით, კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “სიონმა” და ქალბატონმა ციალა მაჭარაშვილმა მოხუცებისთვის სიმღერები შეასრულეს.
ხანდაზმულებმა სიყვარულთან და მზრუნველობასთან ერთად ტკბილეული მიიღეს საჩუქრად. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა. ,,მივედით მოხალისეები, რომ ხანდაზმულთათვის სიყვარული გვეჩუქებინა და წამოვედით მათივე სითბოთი ნასიამოვნები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლს და განსაკუთრებით ქალბატონ მზევინარ ხომასურიძეს, ასევე სათნოების სახლს,”წითელი ჯვარის” მომსახურე პერსონალს და თითოეულ მოხალისეს, რომელებიც ამ ღონისძიების ჩატარების დროს გვედგნენ მხარში,’’- აღნიშნა ,,ბოლნისის მოხალისემ’’ თეონა დავითაშვილმა.