ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო

0

12170722_869205403194203_694727884_nბოლნისის ეპარქიისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრა მოეწყო, რომლის მიზანი იყო მოწვეული სტუმრებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „XXI საუკუნეს“, ევროკავშირისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს სწორი ფორმით მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის ევროკავშირი, რა პროცედურები მიმდინარეობს ამ მხრივ დღეს საქართველოში და როგორია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობები. აღნიშნული თემების ირგვლივ დისკუსიები არასამთავრობო ორგანიზაცია „XXI საუკუნეს“ ორგანიზებითა და პატრიარქის კურთხევით საქართველოს  ეპარქიებში ეწყობა.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „XXI საუკუნე“ კოორდინირებას უწევს სახელმწიფოს, მათ შორის ევროინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრებს საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებთან.  ამ შეხვედრების უმთავრესი მიზანია სახელმწიფოს გეზი, რომელიც აღებულია  ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამ პროცესში არსებული პრობლემების და გამოწვევების ეკლესიასთან ერთად განხილვა. ვინაიდან მოსახლეობის 95% ყველაზე დიდ ნდობას უცხადებს ეკლესიას, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საეკლესიო პირებთან ერთად მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირი.  მათ მიერ გამოთქმული თითოეული პრობლემატური საკითხი სახელმწიფოს მიერ აღებულ მისწრაფებებზე, დიდად საყურადღებო და გასააზრებელია. ეს საკითხები მივა როგორც სახელმწიფოს, ისე ევროკავშირის წარმომადგენლებთან და შესაბამისად გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები“, განაცხადა bolnisi.ge-თან საპატრიარქოს წარმომადგენელმა რელიგიათშორისო და საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთობის საქმეში თეა გოგოტიშვილმა.

Share.

Comments are closed.