ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში მუშაობა უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. ელექტრონული კატალოგი სოციალურ ქსელში (facebook) ეტაპობრივად მთავარი ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე განთავსდება, რომლის საშუალებითაც მკითხველი სახლიდან გაუსვლელად გაეცნობა ფონდში არსებულ წიგნებს და შეარჩევს სასურველ ლიტერატურას.
„ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემით, ანუ ღია ბიბლიოთეკის პროგრამით მუშაობა ბვევრად უფრო გაადვილებული, კომფორტული და ეფექტური იქნება, როგორც ჩვენთვის, ისე მკითხველისთვის. ეს ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკის პოპულარიზაციას. ფონდში დაცულია 27 000-მდე წიგნი, ელექტრონული სისტემაში იტვირთება თითოეული წიგნის ავტორი, დასახელება, შინაარსი, რასაც გარკვეული პროცედურები და დრო სჭირდება. ეტაპობრივად ას-ასი წიგნის კატალოგი გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე. ღია ბიბლიოთეკის პროგრამის ჩაწერა უზრუნველყო საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების უფროსმა თეონა აბრამიშვილმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას“, -განაცხადა bolniosi.ge-თან მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა.