დღეს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ქ. ბოლნისის N6 და სოფელ ქვეშის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა კომფორტულ გარემოში განაახლეს. რეგიონული განვითარების ფონდიდან წელს მუნიციპალიტეტის 4 ბაღის სრული რეაბილიტაცია დაფინანსდა. სრულად შეიცვალა სახურავი, იატაკი, კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და კეთილმოეწყო ეზოს შიდა პერიმეტრი. ახლადგარემონტებული ბაღები ახალი ავეჯით აღიჭურვა.
რეაბილიტირებული ბაღები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა. გოგი მეშველიანმა პატარებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. 2014 წელს დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის ბაგა-ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ბოლნისის მეექვსე და სოფელ ქვეშის ბაგა-ბაღებში სააღმზდელო პროცესი განახლდა
0
Share.