ბათუმში ოთხი ცვლილებით

0
12045259_439552022913549_1633793487574066009_oბოლნისის “ყოჩები” ხვალ, 16 საათზე, გონიოს ახალ სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა XXVI ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მე-5 ტურის შეხვედრას გამართავს.
შაბათს ეს ერთადერთი თამაშია, რომელიც “დიდ 10”-ში გაიმართება და მთელი ყურადღება მისკენაა მიბყრობილი. ბოლნისელები უნდა ეცადნონ, რომ მეტოქის წარმატებული სერია შეაჩერონ, რადგან ბათუმელებმა სეზონის სტარტზე ოთხი შეხვედრა მოიგეს და გორის “ჯიქთან” ერთად, ჯერჯერობით დაუმარცხებელ გუნდად რჩება. “ბათუმმა” გონიოში ოთხიდან მხოლოდ ერთი თამაში გამართა და ქუთაისის “აია” 17:9 დაამარცხა, ერთი თამაში რუსთავში და ორიც თბილისში მოიგო, მათ შორის გასულ ტურში “აკადემიასთან” (15:9).
აღსანიშნავია, რომ გასულ ჩემპიონატში, ზედიზედ 7 მოგების შემდეგ, ზღვისპირელებმა “ყოჩებთან მატჩი თბილისში ფრედ, 25:25 დაასრულეს და ახლა “ყოჩების” ჯერია და მისი წარმატებული სვლა უნდა შეწყვიტოს. გასული ჩემპიონატის გასვლითი მატჩი, ბოლნისელებს ამ გუნდთან ფოთში ჰქონდათ და ის თამაში ბათუმელებმა ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 19:17 მოიგეს.
“ყოჩებმა” მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ერთი კვირის წინ, რუსთავში მოიპოვა, თანაც მეტოქეს 4 ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. იმ შემადგენლობასთან შედარებით, ახლა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა. რადგან ლევან გოგოლაშვილს ტრავმა აწუხებს, მის ნაცვლად ფულბეკად ალექსი ხუციშვილი დადგება, ხოლო ცენტრში ნაცნობი წყვილი – გიორგი ხარშილაძე და რატი გარუჩავა დადგებიან. რუსთავში გარუჩავას ნაცვლად თამაში დავით ხიდეშელმა დაიწყო, რატი კი შეცვლაზე შევიდა და ბოლო წუთზე პრემიის მომტანი ლელო გაიტანა. თითო-თითო ცვლილებაა შერკინების პირველ და მეორე ხაზში. გიორგი ხოსიტაშვილის ნაცვლად თამაშს გიორგი ჯაშიტაშვილი იწყებს, ხოლო დემურ ეფრემიძეს ჯაბა კიკვიძე ჩაანაცვლებს.
“ყოჩებმა” ბათუმისკენ გეზი თამაშის წინა დღეს აიღო, საღამოს 5 საათისთვის უკვე ადგილზე იყო და ვარჯიშიც გამართა. გუნდი ჯავახიშვილის 6 ნომერში მდებარე სასტუმრო “ბათუსში” დაბინავდა, სადაც დასასვენებლად და მგზავრობის შემდეგ ძალების აღსადგენად საუკეთესო პირობებია.
ტურის სხვა თამაშები 11 ოქტომბერს გაიმართება და იმედია, მათ შედეგებს “ყოჩები” გამარჯვებული დაელოდება.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. V ტური
V ტური 
10 ოქტომბერი
გონიო. 16:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) – ყოჩები (ბოლნისი) 
ყოჩები: 15. ალექსი ხუციშვილი, 14. ნიკა ცირეკიძე, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა, 11. სანდრო ნიჟარაძე, 10. თემო სოხაძე, 9. გიორგი კაჭარავა; 1. თემურ ჯინჭარაძე, 2. ირაკლი სვანიძე, 3. გიორგი ჯაშიტაშვილი, 4. რატი ურუშაძე, 5. ჯაბა კიკვიძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ცუცქირიძე, 17. ბაჩანა გოგიშვილი, 18. ლევან შენგელია, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ბექა გუგეშაშვილი, 21. დავით ხიდეშელი, 22. თორნიკე ცერცვაძე, 23. გიორგი ხოსიტაშვილი.
11 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ჯიქი (გორი) – აკადემია (თბილისი)
რუსთავი. ახალი. 17:00 საათი
ხარები (რუსთავი) – ლოკომოტივი (თბილისი)
ქუთაისი. “აია”. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) – ლელო-სარასენსი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) – არმია (თბილისი)
გუნდებითმფწ+/_ქბ
ჯიქი                       4  4  0  0  77:52  17  1
ბათუმი                   4  4  0  0  71:45  16  0
აია                           4  3  0  1  73:52  13  1
ლელო-სარასენსი   4  3  0  1  71:58  12  0
აკადემია                 4  2  0  2  46:44  10  2
ყოჩები                    3  1  0  2  50:49   6   2
ლოკომოტივი          3  1  0  2  43:46   6   2
არმია                       4  0  0  4  65:92   3   3
არმაზი                    2  0   0  2  33:46   1   1
ხარები                    4  0   0   4  37:82   1   1

kochebi.ge-ის. ავტორი: ზურაბ ქსოვრელი.

Share.

Comments are closed.