“ბათუმიდან” 4 ქულით

0
11988574_430909127111172_1616048169673516677_n“ბათუმის” ზღვისპირეთში დამარცხება ყველა გუნდისათვის რთული საქმეა, მაგრამ ბოლნისის “ყოჩებმა” სეზონის სტარტის ჩაგდების შემდეგ, ძალების მობილიზება მოახერხა და გონიოში 9:3 იმარჯვა.
ეს ბოლნისელები ზედიზედ მეორე მოგებაა და ორივე შემთხვევაში მასპინძლებს მათსავე გულშემატკივრის წინაშე აჯობა. ერთი კვირით ადრე “ყოჩებმა” “ხარებს” რუსთავში პრემიალური ქულით მოუგო, ამჯერად ლელოების გატანა ვერ მოხერხდა, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო და ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა.
“ბათუმს” მიმდინარე სეზონში თამაში არ წეგო და ოთხი მოგებით იწონებდა თავს. ის ბოლნისელებს ფავორიტის რანგში დახვდა, მაგრამ ქვემო-ქართლელებმა თავიდანვე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და საწყის 40 წუთში თემო სოხაძემ ერთადერთი ჯარიმა გაირტანა – 3:0. დაძაბულობა მეორე ტაიმშიც შენარჩუნდა და მატჩის ბოლომდე გაგრძელდა. ბათუმელებმა ერთი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ “ყოჩებისგან” კიდევ ორი მიიღეს და მატჩის სტუმრებმა 9:3 მოიგეს.
მომდევნო ტურში “ყოჩები” “აკადემიას” შეხვდება, რომელიც მე-5 ტურში გორის “ჯიქთან” 3:40 შერცხვა და “ყოჩების” მსგავსად 10 ქულა აქვს, რადგან მანამდე ჩატარებული თამაშებიდან ორში იმარჯვა და ორშიც მცირედი სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. V ტური
10 ოქტომბერი. გონიო
ბათუმი (ბათუმი) – ყოჩები (ბოლნისი) 3:9 (0:3)
ყოჩები: 15. ალექსი ხუციშვილი, 14. ნიკა ცირეკიძე, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა, 11. სანდრო ნიჟარაძე, 10. თემო სოხაძე, 9. გიორგი კაჭარავა; 1. თემურ ჯინჭარაძე, 2. ირაკლი სვანიძე, 3. გიორგი ჯაშიტაშვილი, 4. რატი ურუშაძე, 5. ჯაბა კიკვიძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ცუცქირიძე, 17. ბაჩანა გოგიშვილი, 18. ლევან შენგელია, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ბექა გუგეშაშვილი, 21. დავით ხიდეშელი, 22. თორნიკე ცერცვაძე, 23. გიორგი ხოსიტაშვილი.
3 ჯარიმა: სოხაძე
11 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”
ჯიქი (გორი) – აკადემია (თბილისი) 40:3
რუსთავი. ახალი
ხარები (რუსთავი) – ლოკომოტივი (თბილისი) 17:31
ქუთაისი. “აია”
აია (ქუთაისი) – ლელო-სარასენსი (თბილისი) 11:11
თბილისი. “შევარდენი”
არმაზი (თბილისი) – არმია (თბილისი) 24:24
გუნდები               თ  მ  ფ  წ       +/-    ქ   ბ
ჯიქი                      5  5  0  0  117:55 22  2
ბათუმი                  5  4  0  1  74:54  17  1
აია                         5  3  1  1  84:63  15  1
ლელო-სარასენსი  5  3  1  1  82:69  14  0
ლოკომოტივი        4  2  0  2  74:63  10  2
ყოჩები                   4  2  0  2  59:52  10  2
აკადემია                5  2  0  3  49:84  10  2
არმია                     5  0  1  4  89:116  5  3
არმაზი                   3  0  1  2  57:70    3  1
ხარები                   5  0   0  5  54:113  1  1
მომდევნო ტური. 17-18 ოქტომბერი
აკადემია – ყოჩები; ლოკომოტივი – ბათუმი; ლელო-სარასენსი – ხარები; არმია – აია; ჯიქი – არმაზი
Share.

Comments are closed.