ახალგაზრდა მოჭიდავეების მორიგი წარმატება

0

12081343_1684367988442901_346017677_n3-5 ოქტომბერს,  ქალაქ ამბროლაურში გაიმართა  მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის გურამ  საღარაძის  სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სადაც  2000-2002 წლებში დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ. აღნიშნულ ტურნირში ბოლნისის მუნიციპალიტეტის  სპორტულ- გამაჯანსაღებელ კომპლექსთან არსებული დაბა კაზრეთის ნაკრები გუნდი იღებდა მონაწილეობას. 63-კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი გივი დემურაშვილმა  დაიკავა, ხოლო ფინალურ შეხვედრაზე, 38-კგ წონით კატეგორიაში  ბაჩუკი ავალიანი ინგუშ მოჭიდავესთან მიღებული  უეცარი ტრავმის  შედეგად დამარცხდა და მეორე ადგილი მოიპოვა.

,,პირველ რიგში მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო  ბოლნისის მუნიციპალიტეტის და არემჯის ხელმძღვანელობას. ამ ტურნირზე დამსახურებულად მოვიპოვეთ მეორე და მესამე ადგილები. მოგეხსენებათ ტურნირი საერთაშორისო იყო, სადაც კვალიფიციური სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. გვქონდა ოთხი შეხვედრა და ორში  მოვიგეთ, მივიღეთ თასები და სიგელები.’’ აღნიშნა თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელმა ელგუჯა ბასილაშვილმა.

გივი დემურაშვილი, მოჭიდავე:

– გვქონდა დაძაბული და თანაბარი ბრძოლები, ოთხი შეხვედრიდან ორი მოვიგე, მაგრამ ფინალში ვერ გადავედი, ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებ, უფრო ბევრს ვიმუშავებ, რომ შედეგი გავაუმჯობესო.

დაბა კაზრეთის ნაკრები უახლოეს მომავალში სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაემგზავრება და სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირზე  იასპარეზებენ.

Share.

Comments are closed.