3-4 ოქტომბერს, ასპინძაში ხიზამბარელის სახელობის I საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ჭაბუკთა შორის ჭიდაობა ძიუდოში. აღნიშნული ტურნირი ასპინძის ძიუდოს კლუბ „შორეთისა’’ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობას აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ძიუდოს სკოლა და კლუბი იღებდა.
I საერთაშორისო ტურნირზე ბოლნისელმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს და შემდეგი შედეგებით დაბრუნდნენ:
23 კგ. წონითი კატეგორია
ისმაილ გუსეინოვი – II ადგილი
26 კგ. წონითი კატეგორია
ოლეგ უგრეხელიძე – III ადგილი
32 კგ. წონითი კატეგორია
ადამ მუსტაფაევი – III ადგილი
38 კგ. წონითი კატეგორია
ჯანიკო გაბლიანი -III ადგილი
46 კგ. წონითი კატეგორია
ბექა აქულაშვილი – I ადგილი
55 კგ. წონითი კატეგორია
ვეფხვია გვარმიანი – III ადგილი
60 კგ.წონითი კატეგორია
თორნიკე ონიანი – I ადგილი
60 კგ წონითი კატეგორია
ზეზვა ქლიბაძე -I ადგილი