არის თუ არა აუცილებელი ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე შუქნიშნების მოწყობა

0

1506404_10151921374383229_1986155836_nბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება. ადგილობრივი ხელმძღვანელობის განცხადებით, სურთ მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მაქსიმალურად მოარგონ მოსახლეობის სურვილებს. დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის განიხილება ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე არსებულ გზაჯვარედინებზე შუქნიშნების მოწყობა. კონკრეტულად სულხან-საბა ორბელიანისა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთა, სულხან-საბა ორბელიანისა და მერაბ კოსტავას ქუჩების კვეთა, სულხან-საბა ორბელიანისა და სიონის ქუჩების კვეთა, სულხან-საბა ორბელიანისა და სოხუმის ქუჩების კვეთა.

იმის დასადგენად თუ რამდენად პრიორიტეტულია მოქალაქეებისათვის ჩამოთვლილ ტერიტორიებზე შუქნიშნების განთავსება, გაზეთი „ბოლნისი” და ბოლნისის მუნიციპალიტეტი გთავაზობთ გამოკითხვას. გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად ვებგვერდებზე: www.bolnisi.ge და www.bolnisi.gov.ge უნდა შებრძანდეთ და მარჯვენა კუთხეში განთავსებულ გამოკითხვის გრაფაში მონიშნოთ თქვენთვის სასურველი პასუხი.

 


Share.

Comments are closed.