
საქართველოს მეტალურგიულ და სამთო მრეწველობის მუშაკთა თავჯდომარის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან და დაბის მოსახლეობასთან, რომელიც მედიისთვის დახურული იყო არემჯის თანამშრომლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, ისინი თამაზ დოლაბერიძეს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებენ და ახსენებდნენ იმ პერიოდს, როცა პროფკავშირის თავჯდომარემ მუშები უსამართლოდ ააბუნტა. მათ დოლაბერიძეს დაბაში გუშინ გავრცელებული პროკლამაციებისთვისაც მოსთხოვეს პასუხის გაცემა. არემჯის თანამშრომლები კომპანიის მხრიდან დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე და მდგომარეობის გამოსწორებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ისინი სტუდენტებსა და პროფკავშირის თავმჯდომარეს ახსენებენ, რომ მათ სრულფასოვანი მუშაობა სურთ და თავის დანებებას სთხოვენ.
საქართველოს მეტალურგიულ და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის აღნიშვნით, შეხვედრის მიზეზი საწარმოს მხრიდან პირობების შეუსრულებლობა იყო. მედიისთვის დახურული შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა.