ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა

0

12118796_1047986401929145_5385164140168730045_nადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართა, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, გამგებლის პირველი მოადგილე, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის ფარგლებში მოეწყო.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ევროპის საბჭოს რეგიონალური და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის მხარდაჭერით ატარებს ევროპის კვირეულს, რომლის თემაა მულტიკულტურული საზოგადოება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები.
ღონისძიებაზე ისაუბრეს ეთნიკურ უმცირესობებთან თანაცხოვრების, საზოგადოებაში ინტეგრაციის, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობის საკითხებზე.
შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. გოგი მეშველიანის განცხადებით, ბოლნისი მრავალეთნიკური საზოგადოებისგან შემდგარი მუნიციპალიტეტია და მოსახლეობას თანაბარ და მეგობრულ გარემოში უწევს თანაცხოვრება.
ევროპის კვირეული გახლავთ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოველწლიური ღონისძიება, რომლის მიზანიცაა ევროპული გამოცდილების გაზიარება და დამკვიდრება ადგილობრივ თვითმმართველობებში.

Share.

Leave A Reply