19-წლამდელების კარს კვლავ ლევან ისიანი დაიცავს

0

11218686_471631109659675_6662638963432605599_nუკვე მესამე დღეა შეკრებაზე იმყოფება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები. ვასილ მაისურაძემ თავისი ფეხბურთელები საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად შეკრიბა, რომლებსაც ქართველი 19-წლამდელები ლატვიელ თანატოლებთან გამართავენ. ლატვიელები თბილისში ხვალ, გამთენიას ჩამოვლენ. ამხანაგური მატჩები კი, 5 და 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება, 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება. საწვრთნელ შეკრებაზე ვასილ მაისურაძის განკარგულებაში რჩეულ თანატოლებთან ერთად ბოლნისელი ლევან ისიანიც არის (მეკარე, „დინამო“ თბილისი).

შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდი 2015/16 წლების უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება და მას თბილისი უმასპინძლებს. ჩვენი 19-წლამდელების მეტოქეები კი, მე-8 ჯგუფში – ავსტრიის, ალბანეთისა და უელსის გუნდები იქნებიან.

 

 


Share.

Comments are closed.