„წიგნი…შემოქმედების უსასრულობა“ – ღონისძიება დაბა თამარისის ბიბლიოთეკაში

0

12025497_852268211554589_1669910256_n„წიგნი…შემოქმედების უსასრულობა“ – ამ სახელმწოდების ღონისძიება მოეწყო დაბა თამარისის ბიბლიოთეკაში. მკითხველებმა ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება ღია ცის ქვეშ მოეწყო, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად დაესწრო. სტუმრები პატარა მკითხველების მიერ შესრულებლი ნომრებით კმაყოფილი დარჩნენ.

„მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობას, ჩემს კოლექტივს მობრძანებისთვის და თანადგომისთვის. საკმაოდ კარგი ღონისძიება მოეწყო, კმაყოფილი ვარ.  უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბურ და საინტერესო ღონისძიებებს“,-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ ბიბლიოთეკების გაერთიანების კურატორმა ეკა ჩაგელიშვილმა.


Share.

Comments are closed.