,,ძალიან მინდოდა მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრა“ – გოგი მეშველიანმა მარტოხელა ქალბატონი მოინახულა

0

11115883_1039266839467768_6589504587476320662_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა, პირველ მოადგილესთან და ჯანმრთელობისა  და სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად  დაბა კაზრეთში მცხოვრები, მარტოხელა მანანა ჯალაღონია მოინახულა. 57 წლის ქალბატონმა, 8 წლის წინ მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხი დაიზიანა და მას შემდეგ შრომისუუნაროა. წელიწადნახევარია იგი შინმოვლის პროგრამაშია ჩართული. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, დაბა კაზრეთში 17 ბენეფიციარი სარგებლობს შინმოვლის სერვისით. კვირაში ორჯერ მათთან დამხმარე პერსონალი მიდის და სახლის საქმეებში ეხმარება. მანანა ჯალაღონია მედიკამენტებითაც უზრუნველყოფილია, მიუხედავად ამისა, მატერიალურად უჭირს და როგორც თავად ამბობს, კეთილი ადამიანების დახმარებით არსებობს. მზრუნველობას არც ვერა გიორგაძე- გამგებლის წარმომადგენელი აკლებს და პერიოდულად საკვები პროდუქტებით ეხმარება. მარტოხელა ქალბატონმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს დახმარება სთხოვა. სახლი, სადაც მანანა ჯალაღონია ცხოვრობს, ძველია და ავარიული. გოგი მეშველიანი ქალბატონი მანანას საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

ქალბატონი მანანას მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარების შეწყვეტამაც დაამძიმა, გადამოწმების შემდეგ მაღალი ქულა მიიღო და ვეღარ მოხვდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა კატეგორიაში. გოგი მეშველიანი მისი დეკლარაციით დაინტერესდა და მდგომარეობაში გარკვევას დაჰპირდა.

ქალბატონს გათბობის პრობლემა რომ არ შეექმნას, ზამთრისთვის შეშით მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური უზრუნველყოფს.

,,ძალიან მინდოდა მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრა, წარმომადგენლის დახმარებით ის ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა და მესტუმრა, გაეცნო საცხოვრებელ პირობებს, მძიმე  ეკონომიკური მდგომარეობა მაქვს, არ გამაჩნია ელემენტარული შემოსავალი. კეთილი ადამიანების დახმარებით ვარსებობ,  ვერ ვახერხებ რამის კეთებას, სახლი ავარიულია და  მალე ალბათ თავზე ჩამომენგრევა.  გამგებელს  დახმარება ვთხოვე, იმედი მაქვს უყურადღებოდ არ დამტოვებს,’’-აცხადებს მანანა ჯალაღონია.

11850496_1039266946134424_5694587198396450497_o


Share.

Comments are closed.