ცოდნის დღესასწაული ფილარმონიაში _ „ეტალონი“ 10 წლისაა

0

11942087_1025754337485685_2877610084475463188_o „ქართულ მედია სივრცეში „ეტალონი“ გამორჩეული გადაცემაა, რომელმაც ქვეყანაში ცოდნის დონე აამაღლა,”-  ასე შეაფასა საზოგადოებამ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონი“.

ფილარმონიაში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა, ერთად იზეიმეს „ეტალონის“ ათი წლის იუბილე. საკონცერტო დარბაზში ღონისძიება გადაცემის ავტორმა და წამყვანმა გახსნა. ღონისძიებას დაესწრნენ გამორჩეული მოსწავლეები, წარმატებული სტუდენტები, პედაგოგები, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, სამხარეო რწმუნებულ-გუბერნატორები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები, რომლებმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ათი წლის იუბილე მიულოცეს, შეაჯამეს გადაცემის განვლილი პერიოდი და წარმატება უსურვეს მედია პროექტ „ეტალონს“. ღონისძიება დატვირთული იყო საკონცერტო ნომრებით, მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სახით ცდილობდნენ თავის გამოჩენას. „ეტალონს“ ათი წლის იუბილე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიულოცა, მიმართვა საზოგადოებას ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარმა გააცნო. ღონისძიება უწმინდესის საგალობლით დასრულდა. პროექტის წამყვანი საზოგადოებას დროებით დაემშვიდობა და დაჰპირდა, რომ „ეტალონი“ ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს თამაშს. იმისთვის, რომ ახალგაზრდები წაახალისოს და მოტივაცია შეუქმნას სწავლისთვის.


Share.

Comments are closed.