შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული პროექტების წარმატებულობა და ამ პროექტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა შეაფასეს

0

11992022_844708512310559_892394941_n„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი თვითმმართველობის რეფორმის კუთხით“ – ასეთი შეფასება მოჰყვა დღევანდელ შეხვედრას, რომელიც მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

4 სექტემბერს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეროს განვითარების ფონდის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.  მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელიც შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში, კერძოდ  თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობაზე, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მიმდინარე პროგრამების პრიორიტეტებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობის სისტემის  დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობაზე, რომელიც  ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა გადამზადებას და დატრენინგებას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განვითარებას და გაძლიერებას.

შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტუმრებს  სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ზვიად დევდარიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ დირექტორი:

– თვითმმართველობის რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე სწორად დაგეგმილი რეფორმა, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ამ მიმართულებით ყველა მხარე აქტიურადაა ჩართული.  სერიოზული მხარდაჭერაა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.  პროექტი, რომლის ფარგლებშიც დღევანდელი ვიზიტი გაიმართა,  1 წელზე მეტია მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს საქართველოს 6 რეგიონში სტრატეგიული განვითარების დოკუმენტირების სამოქმედო გეგმის შექმნას.

ნათია ნაცვლიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი:

– გაეროს განვითარების პროგრამა ერთობლივად ახორციელებს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას საქართველოში. პროგრამის ფარგლებში  ვთანამშრომლობთ ქვემო ქართლის რეგიონთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტთან.  დელეგაციის წარმომადგენლებს აინტერესებთ მათი დაფინანსებით განხორციელებული მიმდინარე პროექტების პროგრესი.  ვისაუბრეთ პროექტის მიერ მიღწეულ შედეგებზე და იმ სოციალურ პრობლემებზე,  რის წინაშეც დგას დღეს მუნიციპალიტეტი.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– დღეს  გვყავდა სტუმრები, რომლებმაც შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული  პროექტების წარმატებულობა და ამ პროექტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა შეაფასეს.  ვთვლით, რომ მათთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს აძლევს საჯარო მოხელეებს კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების საშუალებას.


Share.

Comments are closed.