შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური პაკეტი 60 ლარით გაიზარდა

0

imagesსაქართველოს მთავრობის დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კანონში სახელმწიფო პენსიის შესახებ. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია 150 ლარიდან 160 ლარამდე გაიზარდა. ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცვლილება შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალურ პაკეტსაც, მათი დანამატი 60 ლარით გაიზარდა.

„დღესდღეობით მუნიციპალიტეტში 9405 ასაკობრივი პენსიონერი გვყავს და ეს ადამიანები სექტემბრიდან 10 ლარის ოდენობით გაზრდილ პენსიას მიიღებენ, რაც საერთო ჯამში 160 ლარს შეადგენს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სოციალური გასაცემი სექტემბრამდე 100 ლარს შეადგენდა, სექტემბრიდან კი 60 ლარი დაემატებათ და 160 ლარს მიიღებენ. ასევე  გაზრდილი პენსიით ისარგებლებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მათი დანამატი 10 ლარით გაიზარდა“, – აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების უფროსმა ნინო მანაგაძემ.


Share.

Comments are closed.