„ყოჩების“ მორიგი საქველმოქმედო აქცია

0

12020444_10153623035773007_285953818_oახალი სასწავლო წელი ბოლნისის რაგბის კლუბმა მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა. „ყოჩებმა“ მორიგი საქველმოქმედო აქცია მოაწყო. სპორტსმენები სხვადასხვა დღესასწაულზე  იმ ადამიანებს ეხმარებიან ვისაც მათი გვერდში დგომა სჭირდება. მუნიციპალიტეტის დახმარებით ისინი წინასწარ შერჩეულ ოჯახებს ესტუმრნენ და პროდუქტი მიუტანეს. ზეთი, მაკარონი, ფქვილი, ტკბილეული – ეს იმ ნობათის არასრული ჩამონათვალია, რომელიც რაგბისტებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირადად გადასცეს. „ყოჩებთან“  ერთად აღნიშნული ოჯახები მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმაც მოინახულეს.


Share.

Comments are closed.