ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ყოველკვირეულ გაფართოებულ თათბირს გამართავს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების, ა(ა)იპ-ებისა და შპს-ეების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებს დაესწრებიან მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები.
„ეს შეხვედრები საჭიროა იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი მუშაობა. ასევე ჩავაბაროთ ანგარიში მოსახლეობას ჩვენი საქმიანობის შესახებ,” – მიმართა გოგი მეშველიანმა სამსახურების ხელმძღვანელებს და დასძინა, რომ ყოველ შეხვედრაზე გარდა მიმდინარე საკითხების განხილვისა, მოხდება ერთი კონკრეტული სამსახურის მუშაობის ანგარიშის მოსმენა.
პირველი გაფართოებული თათბირი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, სადაც მიმდინარე სამუშაოებსა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრეს.