ქრთამის აღების ფაქტზე ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დააკავეს

0

2015-09-23_124334საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაქირ მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზაქირ მ. მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ხუთი კლასის განათლება, ყოველგვარი გამოცდების ჩაბარების გარეშე ცხრა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის დამზადებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 500 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო 250 აშშ დოლარი.
2015 წლის 22 სექტემბერს ზაქირ მ-მ მოქალაქეს დაუმზადა ატესტატი და გამოართვა დარჩენილი 250 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6 დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.


Share.

Comments are closed.