უცნაური პეპლები ქალაქში – არის თუ არა საფრთხის შემცველი მათი სიმრავლე

0

efd16a25b875587da3c4e666b5f2a08fბოლო პერიოდში ქალაქ ბოლნისში, ღამის საათებში,  გააქტიურდა მელქაშის ალურა ანუ ჩრჩილი. ასობით პეპელა განათებებთან მდებარე კედლებზე, განსაკუთრებით კი ქუჩის განათებებთან შეიმჩნევა. მავნებელს უყვარს ტენის მოყვარული მცენარეები. პეპელა მთელი ზაფხული ჭუპრის მდგომარეობაშია და წელიწადის ამ დროს გამოდის.

,,მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, მავნებელი, რომელიც ყველგან არის გავრცელებული,  საშიში არაა და არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისთვის საფრთხეს იმიტომ, რომ  ის ტენიანი ჭაობის მცენარეებს ეტანება. როგორც კი ტემპერატურა დაეცემა პეპლები განადგურდებიან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პეპელა არ არის მავნებელი, არ ღრღნის და არ ანადგურებს ფოთლებს.  ის ჯერჯერობით არ ზის სასოფლო-სამეურნეო მცენარეებზე. მის მოსასპობად არანაირი ღონისძიება არ იგეგმება, ვინაიდან არ წარმოადგენს საფრთხეს. ის არის ღამის პეპელა, რომელიც სინათლეს ეტანება. ჩვენ ვაკვირდებით სად და როგორ დადებს კვერცხს და როგორი განვითარება ექნება.  თუ რამ გამოიწვია მასობრივი გამრავლება არავინ იცის, რაც იმას ნიშნავს, რომ დროსა და სივრცეში არათანაბარი ცხოვრებით ვრცელდება,“- აღნიშნა BOLNISI.GE -სთან საუბარში სიიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტმა ლია ბეჟანიშვილმა.

(თანდართულ სურათზე არ არის აღბეჭდილი მასალაში ნახსენები პეპლა)  


Share.

Comments are closed.