უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი დაფარავს

0

12010572_1032443786816740_3226286075926335729_oსოფელ რაჭისუბანში მცხოვრები ამირან ფრუიძე მეორე თვეა საწოლს არის მიჯაჭვული. მას უბედური შემთხვევის გამო, ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობა აქვს, რის შედეგადაც კისრის ქვემოთ პარალიზებულია.
20 წლის ახალგაზრდას უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, ამ ეტაპზე ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა და რეაბილიტაცია რომ იცოცხლოს, ოჯახს ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოეწურა.
ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ახალგაზრდის ყოველდღიური მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ისინი მედიკამენტებს კეთილი ადამიანების დახმარებით ყიდულობენ.
ამირანი და მისი ოჯახი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მოინახულეს, რომლებმაც ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილება გააცნეს. გოგი მეშველიანმა დაზარალებული ახალგაზრდის დასახმარებლად 10 700 ლარი მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყო.


Share.

Comments are closed.