სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისში სასმელი წყლისა და სურსათის სინჯები გამოიკვლია

0

tyibuli_laboratoiriaბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული იქნა შემდეგი ღონისძიებები: აღებული იქნა სასმელი წყლის სინჯები (სულ 9 სინჯი), რომლებიც გამოკვლეული იქნა შემდეგ მაჩვენებლებზე: ორგანოლეპტიკური (სიმღვრივე), მიკრობიოლოგიური (მაფანმრ, საერთო კოლიფორმები, St. Faecalis), ქიმიური (წყალბადის მაჩვენებელი, პერმანგანატული ჟანგვადობა, დარიშხანი, კადმიუმი, მანგანუმი, ნიკელი, სპილენძი, ტყვია, თუთია, რკინა, ნიტრატები, ნიტრიტები, სულფატები, ქლორიდები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები). როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სინჯები გამოკვლეული იქნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში და ყველა მათგანი შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილეის „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების“ შესახებ.

ასევე, ქვემო ქართლის რეგიონში ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიული კვლევის მიზნით აღებულ იქნა სურსათის 20 ნიმუში მ.შ. ნედლი რძის 17 ნიმუში; საქონლის ხორცის 2 და ღორის ხორცის 1 ნიმუში. ნიმუშები გამოკვლეულ იქნა ანტიბიოტიკებზე (ანტიმიკრობული საშუალებები, ტრანკვილიზატორები,) ტოქსიკური ელემენტებზე (ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი, სპილენძი) მიკოტოქსინებსადა პესტიციდებზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა არც ერთ ნიმუშში.

არაცხოველური წარმოშობის სურსათის ლაბორატორიული კვლევის მიზნით ქვემო ქართლის რეგიონში სააგენტოს ასევე დაგეგმილი აქვს აღებულ იქნას ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშები, რომლებიც გამოკვლეული იქნება მძიმე მეტალების (ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, თუთია, სპილენძი), პესტიციდებისა და რადიონუკლიდების შემცველობაზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გამოსცა N 1973 განკარგულება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. სწორედ აღნიშნული განკარგულებით დაევალა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს   ზემოაღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში განახორციელოს სასმელი წყლის, ნედლი რძისა და ხილ-ბოსტნეულის უვნებლობის პარამეტრების მონიტორინგი.


Share.

Comments are closed.