სოფელ ტანძიაში ბიოუსაფრთხოების პუნქტი აშენდება

0

11000569_899744326728130_3615948473378463626_oქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე ექვსი ბიოუსაფრთხოების პუნქტი მოეწყობა, რომელიც დედოფლისწყაროს,  სიღნაღის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიაზე განთვსდება. გარდაბანსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაიწყო. სპეციალურად შერჩეულ ადგილებში მოეწყობა ორი პუნქტი, თითოეულზე დღეში რვაათასი ცხვრის გაბანება იქნება შესაძლებელი. შემოიღობება ტერიტორია,  დაიგება ბეტონის საფარი, განთავსდება  პირუტყვის სადეზინფექციო გასაბანი აუზები, საშხაპეები,  წყლის რეზერვუარები, საწყობი  ვეტ-პუნქტი. როგორც სოფლის მეურენეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ  მარნეულსა და გარდაბანში ბიოუსაფრთხოების პუნქტებს ,,მერსი ქორფსი’’ ააშენებს, ხოლო დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო.

,,ქვეყნის ტერიტორიაზე  ცხოველთა გადარეკვის პრობლება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებობდა. მნიშვნელოვანია, რომ მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, დაიწყო გადასარეკი ტრასების აღდგენა-მოდერნიზება და თანამედროვე  სტანდარტების ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა,  რაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადების გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს’’-  აცხადებენ სააგენტოში.

მშენებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი  ქორფსის’’ ერთობლივი ძალისხმევით შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  ( SDC) მიერ დაფინანსებული ,,მცირე კავკასიის ალიანსების’’ პროგრამის ( ALCP) ფარგლებში ხორციელდება.  ( ALCP)-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გლობალ სერვისმა ბიოუსაფრთხოების პუნქტის მოწყობა ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა დაასრულოს. პარალელურად მიმდინარეობს სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ორი პუნქტის მშენებლობაზე. გადასარეკი ტრასების აღდეგენა მოდერნიზება და ბიოუსაფრთხოების ფუნქტების მოწყობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის მარტში გაფორმდა.


Share.

Comments are closed.