სკოლა „დავითიანში“ სასწავლო პროცესი განახლდა

0

12048955_857298947718182_1455157106_nდღეს ახალი სასწავლო წელი კერძო სკოლა „ დავითიანში“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სკოლის დირექტორმა და მოსწავლეებმა გასული სასწავლო წლის წარმატებებზე ისაუბრეს. მიმდინარე წელი კი წინსვლისა და აღმავლობის პერიოდად გამოაცხადეს.

„პირველ რიგში სკოლა „დავითიანის“ ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ სასწავლო წელს და ვუსურვებ წარმატებებს. სასწავლო პროცესს ბევრი სიახლით ვიწყებთ, მოვიწვიე პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც ბავშვებს შეასწავლიან ხალხურ სიმღერებს, გიტარას, ფორტეპიანოს, ფანდურს,  და ა.შ. ვაგრძელებთ „საქართველოს მომავლისათვის“ პროექტში მონაწილეობას. გასულ წელს ამ პროექტში ჩართული 56 სკოლიდან   ყველაზე საუკეთესო იყო „დავითიანი“. სოციალური გამოკითხვით კი ქვემო ქართლში მეორე,  საქართველოს მასშტაბით  12 საუკეთესო სკოლას შორის მოვხვდით. ვაპირებთ ახალი სასწავლო წელი ბევრად წარმატებული და ნაყოფიერი იყოს ჩვენი სკოლისთვის. დღეს ასევე სიგელებით დავაჯილდოვეთ თითოეული მოსწავლე, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 2014-2015 სასწავლო წელი ვფიქრობ, რომ წელს ერთგვარი სტიმული იქნება მათთვის, რათა უფრო მონდომებულები და წარჩინებულები იყვნენ.“, -აღნიშნა სკოლა „დავითიანის“ დირექტორმა მარინა გორშკოვამ.

12030711_857298911051519_1799773307_n 12047478_857298887718188_201770028_n


Share.

Comments are closed.