„სიონი“ წაუგებელ სერიას აგრძელებს – სამი ქულა „ლოკომოტივთან“

0

12032631_1032491380094992_7551796997744241365_oეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩი, “სიონმა“, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით – 1:0 მოიგო. შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალ უპირატესობაში წარიმართა. მატჩის პირველივე წუთებიდან, სტუმრები ხისტად თამაშობდნენ, რის გამოც, მსაჯს რამდენჯერმე მოუხდა თამაშის შეჩერება. ახალგაზრდა ფეხბურთელებს უხეშობაში ბოლნისელებიც აყვნენ და მეტოქეს არაფერი დაუთმეს.

მიუხედავად ხისტი თამაშისა, ხარიტონაშვილმა ყვითელ ბარათებს მეორე ტაიმში მიმართა. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის რეალიზება ვერ შეძლეს. პირველი რეალური გატანის შანსი ტატანაშვილს ჰქონდა, მეათე წუთზე, მარცხენა ფლანგზე შალამბერიძემ საჯაია მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩააწოდა, ტატანაშვილმა თავიც სცადა მიქავას კარის აღება, მაგრამ ბურთი მცირედით ააცილა. ტატანაშვილმა რამდენიმე წუთში ისევ სცადა „რკინიგზელთა“ კარის აღება, თუმცა მიქავამ ბურთი ხელებში დააფიქსირა.

ზუსტად ექვს წუთში შალამბერიძე ფლანგზე გაიჭრა, რამდენიმე მცველს გასცდა და კარში ძლიერად დაარტყა, რომ არა სტუმართა მცველი, გოლი გარდაუვალი იქნებოდა. რიკოშეტის შემდეგ, მიქავამ რეაგირება მოასწრო. ამის შემდგ, სტუმრებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს. რაზმაძემ საჯარიმოს სიახლოვეს წესის დარღვევით ითამაშა. სტანდარტული დარტყმა ბენაშვილმა განახორციელა. ბურთი რაზმაძემ თავით მოიგერია, რომელიც ქიქავას მიუვიდა, მისი დარტყმული ბურთი მერლანმა მშვიდად აიღო.

პირველი ნახევრის დასრულებიდან ხუთი წუთით ადრე, ქანთარიას შეეძლო ანგარიშის გახნა. მან დაცვის შეცდომით ისარგებლა და ახლოდან ძლიერად დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, „სიონი“ გაშვებულ გოლს გადაურჩა. მიუხედავად ძელისა, ისიც უნდა ითქვას, რომ მერლანმა სწორი რეაგირება მოახდინა და კუთხის დაკეტვა მოასწრო. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრე – 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარი მთლიანად ბოლნისელთა უპირატესობით წარიმართა. 47–ე წუთზე შალამბერიძემ ბურთი ხარიხას გაარტყა. კილასონიას შეგირდები ბევრს საგოლეს მომენტს ქმნიდნენ, მაგრამ რეალიზებას ვერ ახერხებდნენ. შეხვედრის 60–ე წუთზე, ბოლნისელები შეტევაში იყვნენ, რა დროსაც ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეეჯახა, ბურთი შალამბერიძეს მიუვიდა, იგი ორი მცველის გვერდის ავლით მიქავას კარის აღებას ცდილობდა, მაგრამ დარტყმის მომენტში ხარიტნაშვილმა თამაში გააჩერა და ჯარიმა დაგვიანებით დააფიქსირა. მან ბოლნისელი ფეხბურთელი დააჯარიმა. ამ ეპიზოდიდან ზუსტად ორ წუთში, ტატანაშვილმა „რკინიგზელთა“ საჯარიმოში ბურთზე იბრძოლა და კარისკენ დარტყმა მოახერხა, რომელიც მეკარემ მოიგერია, მოწინააღმდეგის საჯარიმოში არსებული არეულობით, ბოლნისელთა კაპიტანმა, დავით სვანიძემ ისარგებლა და გუნდი წინ გაიყვანა – 1:0.

გატანილი გოლის შემდეგ, კილასონიამ ცვლილებებს მიმართა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შალამბერიძეს დაშვებული შეცდომები, როგორც ჩანს, არ აპატია და მოედნიდან გაიყვანა. იგი ისიანმა შეცვალა. დაღლილი გაფრინდაშვილი კი, კობახიძემ ჩაანაცვლა. ტატანაშვილის ადგილი უგულავამ დაიკავა. ცვლილებების შემდეგ, ბოლნისელთა კარში, სტუმრებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს. ერთ–ერთ ეპიზოდში, რომ არა მირზა მერლანის საოცარი თამაში, ანგარიში გათანაბრდებოდა. მერლანმა ახლოდან, ძლიერად დარტყმული ბურთი ნახტომში, ცალი ხელით მოიგერია. ტაიმის მიწურულს ისიანმა ანგარიშის გაზრდის შანსი გაანიავა. მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

ამგვარად „სიონი“ წაუგებელ სერიას აგრძელებს და სატურნირო ცხრილში 11 ქულით მეოთხე ადგილზეა. ეროვნული ჩემპონატის მეექვსე ტურში, „სიონი“, “საბურთალოს“ „ბენდელაზე“ ესტუმრება.

სიონი – ლოკომოტივი

ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი.

გოლი: სვანიძე 62’

გაფრთხილება: ჩიხლაძე, მიქავა, რაზმაძე;

სიონი: მერლანი, გაფრინდაშვილი (კობახიძე), სვანიძე (კაპ), ფოფხაძე, ჯაფიაშვილი, გოგობერიშვილი, საჯაია, მანჯგალაძე, რაზმაძე, ტატანაშვილი (უგულავა), შალამბერიძე (ისიანი);

სათადარიგო: ნანიევი, ჭიკაიძე, ვასაძე, მანაგაძე;

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ლოკომოტივი: მიქავა, ღაღანიძე, გეთიაშვილი, ჩიხლაძე (თექთურმანიძე), გავაშელიშვილი, დიასამიძე, ქიქავა, ქანთარია (არველაძე), გაბაძე, ბენაშვილი (კიკნაძე), უბილავა (კაპ)

სათადარიგო: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, ხიდეშელი, სულთანიშვილი;

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

მსაჯები: ხარიტონაშვილი, უკლება, აფციაური.


Share.

Leave A Reply