„სიონი“ ლანჩხუთიდან შინ ისევ გამარჯვებით დაბრუნდა

0

12022412_1030499250294205_7766943817061942490_oდავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური შეხვედრა, ბოლნისის „სიონმა“, ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით – 2:0 იმარჯვა.

ორივე ტაიმი ვარლამ კილასონიას შეგირდების კარნახით წარიმართა. მასპინძლებმა, პირველად კარში, პირველი ტაიმის მიწურულს დაარტყეს, ბოლნისელებს კი გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ .

ვილი ისიანს 11-ე წუთზევე შეეძლო ანგარიშის გახსნა. მეკარე გოგუაძე კარიდან საკმაოდ შორს იყო გამოსული, თავდამსხმელმა მას თავზე ბურთის გადაგდება დაუპირა, თუმცა არაზუტად დაარტყა.

მალევე, კობახიძის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა. ბურთის სიახლოვეს მიქაბერიძე და ვილი ისიანი იმყოფებოდნენ. თავდაპირველად, ბურთისკენ ბოლნისელთა 11 ნომერი წავიდა, თუმცა მან ბურთს ჩაურბინა, მიქაბერიძემ კი ზუსტად დაარტყა – 0:1, „სიონი“ წინ გავიდა. გოლიდან ზუსტად ერთ წუთში, ჩვენს გუნდს კიდევ ორი გოლის გატანა შეეძლო, გურულთა კარი ჯერ ძელმა იხსნა, შემდეგ კი ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი. კუთხურიდან კვლავ ბოლნისელები დაემუქრნენ ლანჩხუთელთა კარს, „გურიამ“ ბურთი გაჭირვებით მოიგერია.

„სიონის“ სახიფათო იერიშებს „გურიამ“ საპასუხო კონტრშეტევა დაუხვედრა. კობერიძემ შორეული გადაცემა გაუკეთა ჩაფიძეს, რომელიც ბურთის მიღების შემთხვევაში მეკარესთან ერთი ერთზე რჩებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ბურთის მიღება ვერ მოახერხა.

ბოლნისელები კვლავ უტევდნენ მეტოქეს. გოლის გატანა მოახერხა ჯაბა უგულავამაც, თუმცა გვერდითა არბიტრმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა.

„სიონმა“ თავისი მეორე გოლი მაინც გაიტანა. შეხვედრის მიწურულს, გიული მანჯგალაძემ ლანჩხუთელთა კარი აიღო და გუნდის უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა. განმეორებითი შეხვედრის წინ, „სიონი“ მეტოქეს დიდი უპირატესობით დაუხვდება. განმეორებითი მატჩი, 28 ოქტომბერს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ჩვენმა გუნდმა გურიაში უკვე მესამედ იასპარეზა. აქედან, ორი მატჩი, ეროვნული ჩემპიონატის პირველსა და მეორე ტურში „გურიასა“ და „კოლხეთის“ წინააღმდეგ ჩაატარა. გურულებთან ბოლნისელებმა ქულა მოიპოვეს, ფოთელებს კი მინიმალური სხვაობით სძლიეს. სათასო მატჩი, გურიაში, „სიონისთვის“ მესამე იყო, რომელიც კვლავ ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. უკვე 18-ე წელი დაიწყო, რაც გურულებს „სიონი“ არ დაუმარცხებიათ.

20 სექტემბერს კი, ჩვენი გუნდი, საკუთარ არენაზე, ეროვნული ჩემპიონატის 5-ე ტურში, თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

გურია – სიონი

დავით ყიფიანის სახელობის თასი

სიონი: ნანიევი, ფოფხაძე, სვანიძე, ჯაფიაშვილი, საჯაია  (გაფრინდაშვილი), მანჯგალაძე, ვასაძე, მიქაბერიძე, კობახიძე (ჭიკაიძე), ისიანი (ტატანაშვილი), უგულავა;

სათადარიგო: მერლანი, გოგობერიშვილი, შალამბერიძე, რაზმაძე;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გურია: გოგუაძე, ჯიქია, ჩაფიძე, წილოსანი, კობერიძე (მჭედლიშვილი), კილაძე, ხიზანეიშვილი, გელაშვილი, ქურდაძე (ბახია), ნოზაძე, მოსიაშვილი;

სათადარიგო: დაუშვილი, ჩადუნელი,  რეხვიაშვილი, წერეთელი, ზაქრაძე;

 მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

მთავარი არბიტრი: გიორგი დოგრაშვილი

ასისტენტები: დავით კვეტენაძე, თეიმურაზ მაღლაკელიძე

გაფრთხილება: ხიზანეიშვილი, ჯიქია

გოლები: მიქაბერიძე, მანჯგალაძე


Share.

Comments are closed.