„საქართველოში ბიომასების წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობის შესახებ“ საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

0

11948148_844315645683179_1360212524_nსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით, პროექტი „ბიომასების წარმოების და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“ დაიწყო.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, მისი მიზანია  ბიოლოგიურად სუფთა რესურსების გადამუშავების გზით შექმნას ენერგიის ახალი  წყარო. უნდა შეიქმნას ბიოსაწვავის საწარმოები, რისთვისაც გამოცხადდა კონკურსი. აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ დაინტერესებულ პირებს კოორდინატორმა  მიაწოდა. პროექტის „ბიომასების წარმოების და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“ განვითარება ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების შეჩერებას და გარემოს დაცვას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

ბიომასის ნარჩენები მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსია, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს შეშის მოხმარება.  პროექტის განხორციელება  დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება.

საინფორმაციო შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა   კონკურსის პირობებზეც ისაუბრა.  ეკოლოგიურად სუფთა ბიოსაწვავის წარმოება თანადაფინანსებით მოხდება. საგრანტო ღირებულება 500  000 აშშ დოლარია.

„პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს დავეხმაროთ მეწარმეებს, რათა აწარმოონ ბიომასების საწვავი. პროექტის ფარგლებში მოხდება თანადაფინანსება 75%-ით, მოსახლეობას გავაცანით  თუ როგორ ხდება ბიოსაწვავის მოპოვება. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ 12 ოქტომბრამდე“, -აღნიშნა ბიომასების წარმოების ხელშეწყობის პროექტის კოორდინატორმა ბექა დალაქიშვილმა.


Share.

Comments are closed.