საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განაცხადება

0

11040834_999736113377467_1578683011366672997_nსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებული დეზინფორმაციას თითქოს მე-7 კლასის გეოგრაფიის რუსულენოვან სახელმძღვანელოებში საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელწიფოებადაა მოხსენიებული.

მსგავსი ლიტერატურის საგანმანათლებლო სისტემაში ჩაშვებას სამინისტრო კატეგორიულად გამორიცხავს. საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლობენ მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი გრიფირებული სახელმძღვანელოებით, რომელშიც მსგავსი  შინაარსის ინფორმაცია არსად  არის დაფიქსირებული. სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რომელიმე რუსულენოვანი ლიტერატურა საქართველოში ნამდვილად გაჩნდა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ის სასწავლო პროცესისთვის არის განკუთვნული.

სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს ერთ-ერთ კერძო სკოლაზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, როგორც საჯარო, ასევე კერძო,  მათ შორის რუსული სექტორის სკოლები გრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლობენ თუმცა, აღნიშნული კერძო სკოლის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, დამატებითი გამოიწერა გეოგრაფიის ატლასი, რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდგ, მასში დააფიქსირა ცდომილებები და მიიღო გადაწყვეტილება არ გამოეყენებინა სასწავლო პროცესში.

სამინისტროს ხაზგასმით განმარტავს, რომ კერძო სკოლების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელბეს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი. შესაბამისად, მსგავსი მასალის სასწავლო პროცესში ჩაშვების შემთხვევაში, ამ სამსახურების მიერ  აუცილებლად იქნება შემოწმებული, გამოვლენილი და სკოლას შესაბამისი სანქციები დაეკისრება.


Share.

Comments are closed.