სატყეო-სააგენტოს ხელმძღვანელმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა

0

12016165_10153631947433007_1547476244_oუახლოეს ხანში ბოლნისში მდებარე ყოფილი პოლიგონის განაშენიანება დაიწყება, ტერიტორია ნარგავებით შეივსება და მწვანე ზონად იქცევა. ადგილი სადაც წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები დაირგვება, ეროვნული სატყეო სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა, ქვემო ქართლის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. განაშენიანებული ტერიტორია შემოიღობება და სარწყავი სისტემა მოეწყობა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა ის ადგილებიც მოინახულა, რომელზეც მუნიციპალიტეტმა ნერგები დარგა და შემოღობვა.

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით ამოქმედებული ,,მწვანე მომავლის’’ ფარგლებში მუნიციპალიტეტში სულ ორი ათას ორასორმოცდაათი ხე დაირგო. ნათია იორდანაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გამწვანების კუთხით შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

ეროვნული სატყეო-სააგენტოს დეპარტამენტთან თანამშრომლობით ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომავალში შეირჩევა ადგილები, რომლებიც მწვანე ზონად იქცევა.


Share.

Comments are closed.