სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს

0

1371453088_cixe-10სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის – შინაპატიმრობის აღსრულების უზრუნველყოფაზე მუშაობს.

სასჯელის მოხდის ახალ ფორმას – შინაპატიმრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს. უკვე შემუშავებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც შინაპატიმრობის ელექტრონული საშუალებით აღსრულების წესს განსაზღვრავს.

სამინისტროს  კომისიამ კვლევის საფუძველზე ამერიკული კორპორაცია „3 M“ გამოვლინა, რომელსაც მსგავსი ელექტრონული მოწყობილობების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს  და პირველ ეტაპზე, სწორედ მისგან მოხდება 200 სამაჯურის და შინაპატიმრობის ზედამხდველობის შესაბამისი ელექტორნული მოწყობილობების შეძენა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პროექტის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და 520 000 აშშ დოლარის ღირებულების შინაპატიმრობის მოწყობილობისა და მომსახურების გამარტივებული შესყიდვის უფლება ითხოვა.

კახა კახიშვილის თქმით, საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც სასჯელის მოხდის მსგავს მექანიზმს ნერგავს და სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს არასრულწლოვანი პატიმრების რაოდენობას.

შინაპატიმრობამისჯილი პირი სამაჯურის მეშვეობით მართვის პუნქტიდან გაკონტროლდება, რომელიც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განთავსდება.

ელექტრონული სამაჯურებით პირველ ეტაპზე ის არასრულწლოვნები ისარგებლებენ, რომლებსაც მოსამართლე სასჯელის მოხდის ფორმად შინაპატიმრობას განუსაზღვრავს. სამომავლოდ კი, პროექტი სხვა მსჯავრდებულებზეც გავრცელდება.


Share.

Comments are closed.