სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა ამოქმედდა

0

10fhghgjkgkსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებულმა დასაქმების დეპარტამენტმა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებითა და ხელშეწყობით შექმნა ელექტრონული პორტალი Worknet.gov.ge, სადაც სამუშაოს მაძიებელთა მომზადება- გადამზადების სპეციალური პროგრამაა განთავსებული.

ნინო მანაგაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების უფროსი:

-სახელმწიფო აღნიშნულ პორტალზე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებს თავისი ხარჯით გადაამზადებს.  მსურველმა რეგისტრაციის შემდეგ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, სადაც სასურველი პროფესიის გადასამზადებლად მიიღებს სპეციალურ მატერიალურ ვაუჩერს 1000 ლარის ოდენობით, ასევე სწავლის პერიოდში მათზე გაცემული იქნება სტიპენდია 150 ლარის ოდენობოთ. სწავლების ხანგრძლივობა ყველა პროფესიაზე ინდივიდუალურია.

სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროფესიათა ჩამონათვალი:

1.ავტომობილის დიაგნოსტიკა

2.ავტომობილის ზეინკალი

3.ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი

4.ამწის მემანქანე

5.ბარმენი

6.ბაღის დიზაინერი

7.ბუღალტერი

8.გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

9.გამყიდველ-კონსულტანტი

10.გიდი

11.დურგალი

12.ელექტრიკოსი

13.ელექტრომექანიკოსი

14.ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი

15.ელმავლის მემანქანე

16.ენერგეტიკოს-მემონტაჟე

17.ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

18.ზეინკალი

19.ზეინკალ-სანტექნიკოსი

20.ინფორმაციული ტექნოლოგი

21.კალატოზი

22.კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი

23.კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

24.კონდიტერი

25.მებაღე

26.მებოსტნე

27.მემანქანე

28.მეფილე-მომპირკეთებელი

29.მეხილე

30.მზარეული

31.მიმღები-რეცეფციონისტი

32.მოლარე

33.მშენებლობის მწარმოებელი

34.მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

35.ნავთობისა და გაზის მეურნეობის ტექნიკოსი

36.ოფისის მენეჯერი

37.ექთნის თანაშემწე

38.რადიო და სატელევიზიო სისტემების მომსახურებისა და ექსპლოატაციის ოპერატორი

39.რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი

40.სავალი ნაწილის ტექნიკოსი

41.საკერავი მანქანების მექანიკოსი

42.საკერავი მანქანების ოპერატორი

43.სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

44.სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

45.სარესტორნო საქმის მწარმოებელი

46.სასტუმრო საქმის მწარმოებელი

47.სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი

48. ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი

49.ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების სპეციალისტი

50.ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი

51.ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი

52.შემდუღებელი

53.ძრავის შემკეთებელი

54.წარმოების უსაფრთხოების სპეციალისტი

55.ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი


Share.

Comments are closed.