საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

0

11997389_846358945478849_1652553237_n7 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დეპუტატებს 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში  ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომელიც ავტობუსების პარკის განახლებას, დაბა კაზრეთში სოციალური საცხოვრისისა და მუსიკალური სკოლის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს.

თამაზ ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე:

– მივიღეთ გადაწყვეტილება გაზრდილი ბიუჯეტით განვაახლოთ ავტობუსების პარკი, მოგეხსენებათ ცოტა ხნის წინ 2 ავტობუსი დაიწვა, გაზრდილი ბიუჯეტით მოხდება 3 ავტობუსის შეძენა და ავტოპარკის მთლიანად განახლება, ასევე დაბა კაზრეთში გარემონტდება მუსიკალური სკოლა და სოციალური საცხოვრისი, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა.

შავლეგ მუშკუდიანი, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი :

–  მუნიციპალიტეტის დაბასა და ქალაქში მცხოვრებ 150-მდე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს ზამთრისათვის ორნახევარი კუბური მეტრი სასათბობე შეშა გადაეცემათ.

საშეშე მერქანი გადაეცემათ შემდეგ კატეგორიებს:

  1. სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს.

2.სოციალურად დაუცველ ინვალიდებს

3.უკიდურესად გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს.

საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №44 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

მიხეილ კორძაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი:

-გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა, ამ პროგრამის შესაბამისად ყველა საჯარო დაწესებულება, მათ შორის მუნიციპალიტეტები  სტაჟიორთა რაოდენობის ინფორმაციას აწვდის საჯარო სამსახურის ბიუროს და შემდგომ  აღნიშნული ბიურო განსაზღვრავს სტაჟიორთა ამა თუ იმ საჯარო დაწესებულებაში გაგზავნის ნორმას და წესს.  ქვემდებარე აქტი თვითმმართველობის სტაჟირების წესის აღარ არის აუცილებელი და გამოცხადდება ძალადაკარგულად. ასევე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში მე-19 მუხლში შევიდა ცვლილება და ამის შესაბამისად ქვემდებარე აქტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნილების შესახებ დამტკიცებული დადგენილებით,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს.

შეხვედრის ბოლოს თამაზ ჟორჟოლიანმა დეპუტატებს დასუფთავების საერთაშორისო აქციის შესახებ აცნობა, რომელიც 18-20 სექტემბერს მუნიციპალიტეტის დასუფთავებას ითვალისწინებს.


Share.

Comments are closed.