უსაფრთხო მიგრაციასა და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

12021972_854536494661094_1175100088_nდღეს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო ორგანიზაცია IOM-მა საინფორმაციო შეხვედრა გამართა უსაფრთხო მიგრაციასა და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების შესახებ.

პროექტის ძირითადი მიზანია კანონიერი უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობა, უკანონო მიგრაციის, ტრეფიკინგის და ძალადობის თავიდან აცილება. შეხვედრისას დამსწრე საზოგადოებას მიეწოდათ ინფორმაცია არალეგალურ-ლეგალურ პროცესებზე, მიგრანტთა უფლებებსა და ვალდებულებებზე,  რისკების თავიდან აცილების შესახებ. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საქართველოში ახლადდაბრუნებ ული იმ მიგრანტების მხარდაჭერას, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას საჭიროებენ.

ნათელა მჟავანაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

– დღეს საინფორმაციო შეხვედრა გვქონდა საგანმანათლებლო, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან. ჩვენი მიზანია ქსელური ტიპით გავავრცელოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ წასვლის მსურველები ანუ პოტენციური მიგრანტები მოწესრიგებულ-კანონიერ მიგრაციაში ჩაერთონ, რათა თავიდან აიცილონ ის საფრთხეები და რისკები, რაც სამწუხაროდ ხშირია. მხოლოდ კანონის ფარგლებში მიმდინარე მიგრაციას მოაქვს სიკეთე როგორც  მიგრაციისთვის, ისე მისი ოჯახისთვის და არ უქმნის პრობლემას მიმღებ ქვეყანას. ასევე ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს და უზრუნველვყოთ მათი  გრძელვადიანი რეინტეგრაცია.

შეხვედრის დასასრულს საუბარი სავიზო რეჟიმს, ახალ სავიზო სისტემასა და შენგენის ვიზას შეეხო, ბოლოს კი აუდიტორიას უსაფრთხო მიგრაციის ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ.

პროგრამა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.


Share.

Leave A Reply