საზაფხულო სკოლამ სეზონი დახურა

0

11997275_896917797024735_168211632_n4 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზაფხულო სკოლამ საზეიმო ვითარებაში დაასრულა სეზონი.

სკოლა-ბანაკი აქტიურად ეხმაურებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებას ახალგაზრდულ საკითხებში, ძირითადად პროექტს „საქართველოს მოხალისე“. საზაფხულო სკოლამ ბავშვების ოთხი ნაკადი მიიღო, სულ 85 ბავშვი, რომელთაც ბანაკის დასრულების დღეს სიგელები გადაეცათ, ბავშვებმა კი ლამაზი წარმოდგენა აჩუქეს დამსწრეებს. ბანაკის საზეიმო დახურვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები და მშობლები ესწრებოდნენ.

„ბედნიერი ვარ, რადგან პროექტმა გაამართლა, ამას თითოეული ბავშვისგან და მშობლოსგან ვგრძნობდი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა და  პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარა. სეზონი 10 აგვისტოდან დავიწყეთ და ოთხ ნაკადად მივიღეთ ბავშვები, ბანაკში სწავლება 85 ბავშვმა გაიარა და თითოეული კმაყოფილი ტოვებს აქაურობას.  იმედი მაქვს, რომ კიდევ იქნება ასეთი პროექტები და აქტიური ცხოვრებით იცხოვრებენ ბავშვები“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ბანაკის უფროსმა სანდრო სუბელიანმა.

„პროექტი წარმატებით დასრულდა, რომელმაც გაამართლა და ძალიან ბევრმა ბავშვმა მიიღო სიამოვნება აქ გატარებული თითოეული დღით. ვფიქრობ  ბევრი ასეთი კარგი პროექტი განხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში. დღეს იყო საზეიმო დახურვა და  ბავშვებს გადავეცით სამახსოვრო სიგელები“, -აღნიშნა ა.ა.ი.პ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა თეონა აბრამიშვილმა.

დავით ფრუიძე, პროექტის მონაწილე:

_ძალიან მაგარი იყო აქ გატარებული თითოეული დღე, უამრავი რამე ვისწავლე, შევიძინე ბევრი მეგობარი, მადლობა ყველას.

მაია მიქელაძე, პროექტის მონაწილე:

-ვთამაშობდით ძალიან ბევრს, ვხალისობდით, ვდგამდით ცეკვებს, ვმღეროდით და რაც მთავარია ვმეგობრობდით.  ვფიქრობ მეგობრობა ყველაზე მაგარია.

შეგახსენებთ, იდეაზე პროექტით ბოლნისელმა ახალგაზრდამ სანდრო სუბელიანმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მიმართა. საზაფხულო სკოლის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


Share.

Comments are closed.