საარჩევნო პროცესის ნდობის გაზრდის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სოფელ ცურტავში

0

11997050_846830182098392_652389146_nსოფელ ცურტავში გამგებლის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ ერთეულში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირ-“ მა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. პროექტი „საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაზრდის ხელშეწყობა“ მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი ამომრჩევლის აქტივიზაციას, საარჩევნო კულტურის ამაღლებას, სრულფასოვან ინტეგრაციას ქვეყნის საარჩევნო სივრცეში. პროექტის კოორდინატორმა მოსახლეობას საარჩევნო პროცესებზეც მიაწოდა ინფორმაცია და მათგან მოისმინა თუ რამდენად არიან არჩევნებში ჩართულნი. პროექტი ოთხთვიანია და საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ რეგიონებში შეიქმნება  ამომრჩეველთა ჯგუფი. პროექტი „საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაზრდის ხელშეწყობა“ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“ 2000 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სოციალურად მნიშვნელოვან პროექტებს, ვთანამშრომლობთ IFES-limited-ის, ცეესკოს, აშშ-ს საელჩოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათი მხარდაჭერით  მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს ვმართავთ. პროექტი „საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაზრდის ხელშეწყობა“ ივნისში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება, რომლის მიზანია აზერბაიჯანელი მოსახლეობის სრული ინტეგრაცია საარჩევნო პროცესში. მოსახლეობას ვუწევთ კონსულტაციებს, ვატარებთ ტრენინგებს საარჩევნო თემატიკაზე, ვავრცელებთ საინფორმაციო მასალებს, პროექტი ხორციელდება მარნეულში, ბოლნისში, დმანისში და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში“, -აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“-ის თავმჯდომარე ლეილა სულეიმანოვამ.

საინფორმაციო შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდა ბოლნისის №23 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კაპანაძე.


Share.

Comments are closed.