2016 წლის სექტემბრიდან ქალაქ ბოლნისის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩაცმულობა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლნისში უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა. ინფორმაციის გადასამოწმებლად სკოლის დირექტორს ირმა წაქაძეს ვესაუბრეთ.