პროექტის „ძლიერი ქალები სოფლად“ ფარგლებში ფერმერთა კლუბი ჩამოყალიბდა

0

11909888_857734354341308_734323702_n (2)საერთაშორისო ასოციაციამ „ქალი და ბიზნესი“ დღეს ბოლნისში დასკვნითი შეხვედრა გამართა. პროექტის „ძლიერი ქალები სოფლად“ ფარგლებში, ფერმერთა კლუბი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია მეწარმეებს მიაწოდოს  ის ცოდნა და ორგანიზაციული უნარები, რომლებიც დაეხმარებათ გაზარდონ საკუთარი შემოსავალი და ინტეგრირდნენ საბაზრო ეკონომიკაში. კლუბის წევრები სწავლობენ ერთობლივად მუშაობას, იზიარებენ სხვა ფერმერების გამოცდილებას და შესაბამისად უფრო ინფორმირებულნი ხდებიან.

პროექტი „ძლიერი ქალები სოფლად“ მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ქალების როლის გაძლიერებას, გააქტიურებას თემსა და რეგიონში, საზოგადოების ინფორმირებას ქალთა პრობლემების და საჭიროების შესახებ. პროექტის ფარგლებში სოფლად მცხოვრებ ქალთა პრობლემების ინდენტიფიცირების მიზნით ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა რეკომენდაციები.

„სამიზნე რეგიონებში ჩამოყალიბდება ფერმერთა კლუბები, რომლებიც ლობირებას გაუწევენ ყველა იმ პრობლემასა და საჭიროებას, რომელიც დღეს მეწარმეების და თითოეული თემის წინაშე დგას. ფერმერთა კლუბი ეს არის არაფორმალური გაერთიანება, სადაც  შეუძლიათ იმსჯელოს თავისი პრობლემების შესახებ, ითანამშრომლონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, აქტიურად იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია ფერმერთა კონსოლიდაცია, რაც უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების შესაძლებლობების გაზრდას და აქტიურ ჩართულობას  სოფლის მეურნეობის განვითარებაში“, -აღნიშნა საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესის“ გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ელიზბარაშვილმა.

ანა მიქაუტაძე, საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანების თავმჯდომარე:

– პროექტმა საკმაოდ დატვირთული გზა გაიარა ტრენინგების კუთხით. დღეს ბენეფიციარებთან ბოლო შეხვედრას ვმართავთ. შეხვედრების პერიოდში გამოიკვეთა ის აზრი, რომ ქალბატონები მზად არიან   შექმნან პატარა გაერთიანებები, რომლითაც ადამიანები ზოგავენ დროს, რესურსს და შედეგი მეტად მომგებიანი და გარანტირებულია.

„ძლიერი ქალები სოფლად“ 2014 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს საქართველოს ხუთი რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში, პროექტი საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“  საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია  OXFAM საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


Share.

Comments are closed.