ოქტომბრის შუა რიცხვებში ბოლნისში ლოგომედის ფილიალი გაიხსნება

0

11781674_1004291776298608_4306995536304701414_nუახლოეს ხანში ბოლნისში მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის ფილიალი გაიხსნება.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ცენტრს ფართი გამოუყო, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ოქტომბრის შუა რიცხვებში ,,ლოგომედი’’ საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.

ლოგომედის კლინიკა პირველ რეგიონალურ ფილიალს ბოლნისში ხსნის, სადაც შესაძლებელი იქნება მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა კომპლექსური თერაპია, როგორც სამედიცინო-დეფექტოლოგიური, ისე პედაგოგიური ეგრედწოდებული ლოგოპედური მეთოდებით.

ფილიალშივე განთავსდება ფსიქოლოგიური კაბინეტი. ლოგომედი პაციენტებს დამატებით ქცევით თერაპიასაც შესთავაზებს.

ლოგომედის ფილიალში რვა ადგილობრივი დასაქმდება, რომლებიც გადამზადებას გადიან მეტყველებისა და განვითარების ცენტრში.


Share.

Comments are closed.