მსოფლიოზე შვიდი „ყოჩი” მიდის

0
mamukashvili_0-cr-630x4152015 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლნისის “ყოჩების” მოქმედი თუ აღზრდილი შვიდი მორაგბე ითამაშებს. შვიდივე მათგანი გუნდის მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს 41-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში ყავდა და 31-კაციან განაცხადშიც მოხვდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ “გაუმართლა” ამჟამად ფედერალ 1-ის “ვალანსის” კვაჭ სიმონ მაისურაძეს. საქმე ისაა, რომ “ნიუკასლთან” ამხანაგურ მატჩში დაშავდა “სტად ფრანსეს” მორაგბე ზურაბ ჟვანია, მსოფლიო თასზე მისი თამაში გამოირიცხა და მაისურაძესაც ამის გამო უხმეს. მთლიანობაში, 31-კაციან განაცხადში სამი კვაჭია და სამივე “ყოჩების” აღზრდილია. მაისურაძის გარდა უდიდეს სარაგბო ფორუმზე ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძემ, რომელიც ტოპ 14-ის “ტულუზის” ღირსებას იცავდა, მაგრამ ტრავმის გამო მშობლიურ კლუბში მოუწია დაბრუნება და თამაში ახლახანს, ივნისში განაახლა და შალვა მამუკაშვილი, რომელიც გასულ სეზონში ინგლისის პრემიერშიპის “სეილ შარქსში” თამაშობდა, წლის დასაწყისში, ერთა თასზე პორტუგალიასთან მატჩში მუხლი დაიზიანა და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა.
შეკრინების ხაზში “ყოჩების” კიდევ ერთი აღზრდილი მორაგბე, კარლენ ასიეშვილი ყავს, რომელიც ამჟამად ტოპ 14-ის “ბრივის” ღირსებას იცავს და “ბორჯღალოსნებში” ადგილი ვოლო დროს დაიმკვიდრა. სამი მოთამაშე უკანახაზელია – “ყოჩების” 9 ნომერი გიორგი ბეგაძე, ფედერალ 1-ის “ბანიერის” მგეზავი ლაშა მალაღურაძე და რუსეთის ჩემპიონის, “ენისეის” შუამარბი დავით კაჭარავა. ეს უკანასკნელი ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-4 ადგილზეა. მის ანგარიშზე დღეისათვის 81 კეპია. გარდა ამისა, ის მეხუთე ადგილზეა ნაკრებში გატანილი ლელოების რაოდენობით – 17 ლელო. კაჭარავასთვის ეს მესამე მსოფლიო თასია.
მსოფლიო თასზე ნაკრებს მამუკა გორგოძე უკაპიტნებს, ხოლო ვიცე კაპიტანი ლაშა ხმალაძე იქნება. მთლიანობაში, შემადგენლობაში 14 უკანახაზელი და 17 მორკინალია. აღსანიშნავია, რომ ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და მორკინალი გიორგი ჩხაიძე, რომელიც წინა მსოფლიო თასებზე შერკინების მესამე ხაზში თამაშობდა, მაგრამ ჰეიგმა მეორე ხაზში გადაიყვანა, მეოთხე მსოფლიო თასზე ითამაშებენ.
“მსოფლიოზე გავალთ კონკურენტუნარიანი გუნდით, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დავიწყეთ. გუნდის სასელექციო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ იმ 31 მოთამაშეზე ჩამოვყალიბდით, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. მოლოდინისამებრ, გუნდი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავს წარმოადგენს.
რაზმის სელექციისას ძალიან დიდხანს და ინტენსიურად ვბჭობდით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თითოეულ პოზიციაზე  კონკურენცია და შეცვლების დიდი სიღრმეები გვაქვს, გუნდში ზოგიერთი ძალიან კარგი მორაგბე ვერ მოხვდა. თუმცა, ნებისმიერ მათგანს, ტრავმის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დიდი როლის შესრულება მოუწიოთ. ჩვენი მიზანია, მსოფლიო თასზე ყველაზე კარგად მომზადებული საქართველოს ნაკრები წარდგეს და ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწიეთ” – განაცხადა ჰეიგმა.
საქართველოს ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასზე
უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 84 კეპი, 642 ქულა – 12 ლელო, 108 გარდასახვა, 119 ჯარიმა, 3 არეკნი,), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, თბილისი, 20, 83 – 2 ლელო, 11 გარდასახვა, 15 ჯარიმა, 2 არეკნი), გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი, 8, 0), სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 48, 25 – 5 ლელო), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 29, 20 – 4 ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილის, 6, 5 – 1 ლელო), გიორგი ფრუიძე (აია, ქუთაისი, 3, 0), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 81, 85 – 17 ლელო), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 34, 35 – 7 ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 56, 144 – 3 ლელო, 27 გარდასახვა, 22 ჯარიმა, 3 არეკნი), ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 38, 33 – 5 ლელო, 4 გარდასახვა), გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 34, 0), ვაჟა ხუციშვილი (ხარები, რუსთავი, 19, 0), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 5, 0);
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 26, 5 – 1 ლელო), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 10, 5 – 1 ლელო), სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი, 32, 0), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი, ინგლისი, 29, 15 – 3 ლელო), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები, ბოლნისი, 27, 5 – 1 ლელო), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 48, 45 – 9 ლელო), დუდუ ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 39, 10 – 2 ლელო), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 23, 15 – 3 ლელო), გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 83, 50 – 10 ლელო), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 69, 15 – 3 ლელო), გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 49, 45 – 9 ლელო), კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 34, 10 – 2ლელო), მამუკა გორგოძე (კაპიტანი, ტულონი, საფრანგეთი, 59, 120 – 24 ლელო), შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 48, 5 – 1 ლელო), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 31, 15 – 3 ლელო), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 20, 5 – 1 ლელო), ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 12, 10 – 2 ლელო).

Share.

Comments are closed.