კულტურისა და დასვენების პარკში დაბინძურებულ არხს ყვავილების ბაღი ჩაანაცვლებს

0

11982521_10153591761743007_1250939187_oდაჭაობებულ ტერიტორიას ვარდების ბაღი ჩაანაცვლებს – ასეთია პარკის ხელმძღვანელის სურვილი, რომლის განხორციელებასაც მას შემდეგ დაიწყებს რაც მიმდინარე სამუშაოები დასრულდება.

კულტურისა და დასვენების პარკში სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება მიმდინარეობს, რითაც წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება.  წვიმის შედეგად ნაგროვები წყალი ამორტიზირებულ არხში ხვდებოდა და გროვდებოდა.  უფუნქციოდ დარჩენილი სისტემა  ანტისანიტარიის კერად იქცა, რაც დაავადებების გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა.

ტენდერში გამარჯვებული შპს „გევა“ სანიაღვრის მშენებლობას სექტემბრის ბოლომდე  დაასრულებს,  სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

კულტურისა და დასვენების პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაიდგა ნაგვის ურნები, უახლოეს მომავალში კი დაიწყება მაგიდის ჩოგბურთის ოთახის მოწყობა.


Share.

Comments are closed.